მინისტრის მოადგილემ ENI SEIS East II-ის მმართველი კომიტეტის მე-3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS East II) მმართველი კომიტეტის მე-3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ჩართულობითა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ორგანიზებით გაიმართა. მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ევროკავშირის ოთხწლიანი პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვების, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის კუთხით. ნინო თანდილაშვილმა ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა და ამ მიმართულებით ჰაერისა და წყლის მონიტორინგის სადგურების მუშაობა დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე აგრეთვე გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და გარემოს დაცვის მხარდაჭერაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით აღებული ვალდებულებები დადებითად შეაფასეს. შეხვედრის მონაწილეებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის ევროპულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და გარემოს მდგომარეობის შესახებ შეფასების მიმდინარე ანგარიშები განიხილეს.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში და ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) პრინციპების დანერგვას ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ევროპის კომისიის, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გარემოს დაცვის და სტატისტიკის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში