საერთაშორისო კონფერენცია - „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ გაიმართება

სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია – „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“, გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ფემიციდის შემთხვევების საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი და 2017 წელს საქართველოში მომხდარი ქალთა მკვლელობების ანალიზი და ძირითადი მიგნებები.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პირველი წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა. კონფერენციაზე ასევე მოხსენებით წარსდგება არგენტინის ომბუდსმენი ხუან ხოსე ბოკელი.

მოხსენებების დასრულების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველსა და არგენტინის ომბუდსმენს შორის მოხდება თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

კონფერენციაზე მიწვეული არიან სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მკვლელობებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს 2016 წლიდან ახორციელებს, რათა შეფასდეს ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო