ანდრეის მამიკინსი - საქართველო დადებითად იცვლის თავის პოლიტიკურ იდენტობას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ

საქართველო დადებითად იცვლის თავის პოლიტიკურ იდენტობას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის მომხსენებელმა ანდრეის მამიკინსმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.

„მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც უკავშირდება კორუფციას და შრომით უფლებებს, საქართველომ მკაფიო ნაბიჯები გადადგა მმართველობის ევროპული მოდელისკენ და სამინისტროების სტრუქტურული რეფორმები კარგ შედეგებს გვპირდება. ასევე, მოხარული ვარ იმით, რომ ადამიანის უფლებების საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკურ დღის წესრიგში. ევროკავშირი, მათ შორის ევროპარლამენტი განაგრძობს თავიანთ ჩართულობას და საქართველოს მხარდაჭერას ამბიციური რეფორმების გზაზე“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა