სტრასბურგში პარლამენტის როლზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, თემაზე – „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“ შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, სამუშაო ვიზიტი 8-9 ნოემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის მხარდაჭერით განხორციელდა. ზემოთ აღნიშნული ღონისძიება "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლერების" პროექტის ფარგლებში შედგა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, კომიტეტის აპარატის წევრები, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლები, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის წარმომადგენელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან შეხვედრაში მონაწილეობდა ანალიტიკური განყოფილების უფროსი მარინა კვაჭაძე.

8 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლესთან, საქართველოს წარმომადგენელთან ლადო ჭანტურიასთან, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ევროპული სასამართლოს როლზე და გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის საკითხებზე.

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა წევრ -სახელმწიფოებთან ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ინიციატივები; ევროპული სასამართლოს უახლესი მიდგომები გადაწყვეტილებებში ზოგადი თუ ინდივიდუალური ღონისძიებების იდენტიფიცირებასთან მიმართებაში; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის საკითხები და სხვა.

შეხვედრას უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალური დირექტორი კრისტოს გიაკომოპოლუსი, ვენეციის კომისიის უფროსი იურისტი ზია ტანიარი, ადამიანის უფლებათა ევრპული სასამართლოს სამდივნოს უფროსი იურისტი გიორგი ბადაშვილი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელი პავლო პუშკარი, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ მილნერი, ადამიანის უფლებათა ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის სამმართველოს ხელმძღვანელი ტიგრან კარაპეტიანი.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებში. ასევე, სასამართლოს როლს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს საქმეთა გამოყენების საკითხს, განსაკუთრებულად აღინიშნა უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების როლი და მიღწევები ევროპული კონვენციისა და სტრსაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გავრცელების საქმეში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა