ლაშა ტალახაძე - ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს

„თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს“, – ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიოს უკვე სამგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს და გულშემატკივრებს მიმართავს.

„ჩემო ძვირფასო და ერთგულო გულშემატკივარო! მადლობა თანადგომისთვის, ჩემი წარმატებისა და სიხარულის გაზიარებისთვის. თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მე მაძლიერებს და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას ჩემი საქართველოს წინაშე. სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემ თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებები.

სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ. შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია. მე ყოველთვის ვიდგები სიკეთისა და სიყვარულის მხარეს. თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს“, – წერს ძალოსნობაში სამგზის ჩემპიონი.

ახლახან თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ერთი დღის განმავლობაში 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ორი ატაცი, ორი აკვრა და სამი ორჭიდი, რისთვისაც ოქროს მედლები მოიპოვა.

ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ საბოლოოდ 474 კილოგრამი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.

საერთო ჯამში საქართველოს ძალოსანთა ნაკრები აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატიდან სამი ოქროს, ორი ბრინჯაოს მედლითა და გუნდური მესამე ადგილით, ასევე 10 მსოფლიო რეკორდით დაბრუნდა. ამით ქართველმა ძალოსნებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს