ბათუმში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს

ბათუმში საზაფხულო თეატრში საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს. მასში მომღერლები სალომე გოგიაშვილი, აჩი ფურცელაძე, სოფო ხალვაში, თეატრალური კვარტეტი, ნინი ქარსელაძე, „ქუჩის ბიჭები“, თემო თათარაშვილი, „შვიდკაცა“ და „ალილო“ მონაწილეობენ.

როგორც მომღერალმა სოფო ხალვაშმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მუსიკოსებმა სპეციალურად სიმღერა შექმნეს. მისივე თქმით, მხარდამჭერი კონცერტები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება.

"სიმღერა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გაკეთდა. ახლა კი მხარდასაჭერი კონცერტები გრძელდება და ჩვენი სიმღერით მხარდაჭერას გამოვხატავთ",- განაცხადა სოფო ხალვაშმა.

საზაფხულო თეატრში კონცერტს "ქართული ოცნების" ბათუმის ორგანიზაციის წევრები და ამომრჩევლები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა