თბილისში თურქეთის საქმიანი წრეების ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

თბილისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) დელეგაცია ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ვიზიტის მიმდინარეობისას გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, რომლის ფარგლებშიც დელეგატებს საშუალება ექნებათ კონკრეტულ სექტორებში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნონ და ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან საქმიანი მოლაპარაკებები აწარმოონ. აღნიშნული ღონისძიება 15 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, DEİK-ის დელეგაციის წევრი 20-მდე კომპანია ძირითადად მშენებლობის, ენერგეტიკის, ავეჯის წარმოების, ფარმაცევტიკისა და მსუბუქი მრეწველობის სექტორებს წარმოადგენენ.

დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი გახსნიან.

აღნიშნული საბჭო მხარეებს შორის უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს შორის შეიქმნა. პალატა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოსთან (DEİK) უკვე რაიმდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს.

ფორუმის პირველ ნაწილში ქართული მხარე დელეგაციის წევრებისთვის პრეზენტაციებს წარადგენს. მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ გააკეთებს პრეზენტაციას. გაიმართება ასევე ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და ხელოსნების ქალაქის პრეზენტაციები, რომლებიც ავეჯის წარმოების მიმართულებას შეეხება.

ღონისძიების მიზანია, საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს-წრეებს შორის კონტაქტების დამყარების გზით, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავების ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ