თამარ ჩუგოშვილი – ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი ჩვენი ქვეყანა არის ბევრზე წარმატებული

„ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი ჩვენი ქვეყანა არის ბევრზე წარმატებული“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელმაც ევროპარლამენტში საქართველოზე ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.

„კორუფციის თემა ერთ-ერთი საინტერესო იყო ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსის გამოსვლაში. მისი შეფასებით, საქართველო არის უფრო წარმატებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კორუფციასთან ბრძოლის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი ჩვენი ქვეყანა არის ბევრზე წარმატებული. არის თუ არა ამ კუთხით რამე გასაკეთებელი? - რა თქმა უნდა არის. თუ ჩვენ საზოგადოებას ჭირდება მეტი განცდა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმი უნდა იყოს უფრო გამართული და არც ერთი ფაქტი გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და მე ამას მხარს დავუჭერ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს