თამარ ჟვანია - ცესკომ ნამდვილად იმუშავა დემოკრატიული პრინციპების დაცვით, გამჭვირვალედ და ეს გამოჩნდა არჩევნების პირველ ტურში, ასე გავაგრძელებთ

თბილისი.14 ნოემბერი. ”ინტერპრესნიუსი” - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნამდვილად იმუშავა დემოკრატიული პრინციპების დაცვით, გამჭვირვალედ და ეს გამოჩნდა არჩევნების პირველ ტურში, ასე გავაგრძელებთ, - ასე უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ კომისიის სხდომაზე "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის წარმომადგენელს" შმაგი ჩოხელს, რომელმაც ცესკო მიკერძოებაში დაადანაშაულა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ცესკო ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. ამაზე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის მუშაობა დადებითად არის შეფასებული ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთი საათია მიმდინარეობს. 9 განსახილველ საკითხს შორის არის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნაც. სხდომას კომისიის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა გარდა, გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც არჩევნების არასამუშაო დღეს ჩატარებას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო