ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მძღოლი ჩავარდა

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულნი არიან მაშველები და მყვინთავები. უწყების განმარტებით, მყვინთავები წყალში უკვე ჩავიდნენ და დაწყებულია სამაშველო ოპერაცია. წყალსაცავის სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია, ადგილი სპეციფიურია, გადის გაყვანილობები და ტურბინები და არსებობს გარკვეული რისკები.

ჟინვალჰესში ჩავარდნილი მამაკაცი 60 წლამდე ასაკისაა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ან თანამდებობის დაკავებას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3-წლამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო