საკონსტიტუციო სასამართლოში ავღანეთის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის (ICOIC) დელეგაცია იმყოფებოდა, - ამის შესახებ „ინეტრპრესნიუსს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა, სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძემ და სასამართლოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ირინა ხახუტაიშვილმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობას. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დელეგაციას გააცნო სასამართლოს ისტორია, სასამართლოს სტრუქტურა, სამართალწარმოების პროცედურა, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და აქტივობები საერთაშორისო ასპარეზზე. სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო პერიოდის საქმიანობის შესახებ.

დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის, მის მიერ მიღებული პრეცედენტური გადაწყვეტილებების შესახებ. საქართველოს გამოცდილება გათვალისწინებული იქნება ავღანელი კოლეგების მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურის შემუშავების კონტექსტში.

ხსენებული ვიზიტი შედგა „მშვიდობისა და კანონის უზენაესობის მაქს პლანკის საერთაშორისო ფონდთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლა საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების თაობაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო