„ბიბლუსი გალერეაში“ უნიკალური ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ წარდგენა გაიმართება

მაღაზია „ბიბლუსი გალერეაში“ 15 ნოემბერს, ორენოვანი ანთოლოგიის, „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (GAU) და გამომცემლობა „პალიტრა L“ თანამშრომლობით მომზადდა.

როგორც „ბიბლუსის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, კრებული „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ 33 თანამედროვე ქართველი ავტორის ტექსტს აერთიანებს.

“წიგნი რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული. საზედაო ასოები საგანგებოდ ანთოლოგიისთვის დაიხატა და თან ერთვის თითოეული ავტორის ჩანაწერს. მწერლები და პოეტები კი მათთვის განკუთვნილ ასო-ბგერაზე იწყებენ პირველი ფრაზის პირველ სიტყვას და საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ანბანის, ენის მიმართ გამოხატავენ.

წიგნს წარადგენენ ეკატერინე ტოგონიძე, რომელიც პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, პროზაიკოსი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია. ასევე, მაია ალუდაური - პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი და კრებულის ავტორები.

ანთოლოგიის პირველი პრეზენტაცია 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა, სადაც საქართველო ოფიციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. 2019 წელს წიგნის წარდგინება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგეგმება.

წიგნი უპრეცედენტოა და ეხმიანება იუნესკოს (2015 წლის) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კრებული ხელს უწყობს ქართული ანბანისა და დამწერლობის სამივე სახეობის პოპულარიზაციას. წიგნის ავტორები არიან დათო ტურაშვილი, ლია სტურუა, ლაშა ბუღაძე, დიანა ანფიმიადი, გურამ დოჩანაშვილი, ქეთი ნიჟარაძე, ხათუნა თავდგირიძე, გიორგი კეკელიძე, ლია ლიქოკელი, გურამ ოდიშარია, მაია სარიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი, როსტომ ჩხეიძე, რატი ამაღლობელი, ტარიელ ჭანტურია, ბექა ქურხული, ეთერ თათარაიძე, პაატა შამუგია, სალომე ბენიძე, არჩილ ქიქოძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიხეილ ანთაძე, კოტე ჯანდიერი, ნოდარ მამაცაშვილი, გიორგი არაბული, გაგა ნახუცრიშვილი, აკა მორჩილაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესიკ ხარანაული. რაც შეეხება მთარგმნელებს, ისინი არიან ნანუკა კობახიძე, ერიკ თეოფან ჰალვორსონი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა