ნათია თურნავა - გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდებიან

იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

როგორც შეხვედრაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გაზის ცენტრალური მაგისტრალი აღნიშნული სოფელთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ამდენად, მისი ჩართვა გაზის ქსელსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შედარებით მოკლე პერიოდშია შესაძლებელი. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მუშახელი იქნება, რაც დამატებითი სარგებელი იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის.

როგორც მინისტრის მოადგილემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, 2019-2021 წლების სამწლიანი გეგმის მიხედვით, იმერეთის რეგიონში 18 სოფელში დაიწყება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 2979 კომლს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხორში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 145კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 8067გრძივი მეტრი გაზსადენი.

გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ქვედა და ზედა მესხეთი, ბროწეულას დასახლებასა და მუხიანში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 1291 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 64,575 გრძივი მეტრი გაზსადენი.

ნათია თურნავასთან ერთად, იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოები და ასევე ინფრასტრუქტურის მიმდინარე მშენებლობები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამადოვმა და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ დაათვალიერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო