საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატების სარჩელის განხილვა გაგრძელდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატების სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება. სასამართლოში მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად იმსჯელებს.

როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატები აცხადებენ, საქმე გაუთქმელობის ვალდებულებებს ეხება. დავის საგანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომლებიც ცალმხრივად აკისრებს დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებას.

გუშინდელ პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლომ საგამოძიებო ორგანოს არგუმენტები მოისმინა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მოცემულ საქმეზე გაუთქმელობის ვალდებულებებით ადვოკატებს დაცვის უფლება შეეზღუდათ, რის გამოც ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს. ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის ადვოკატები ე.წ. ციანიდის საქმეზე სარჩელს სტარსბურგის სასამართლოში წარსადგენად ამზადებენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება.

დეკანოზი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა.

უზენაესმა სასამართლომ კი ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა