ნინო ლომჯარია - არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან

მიმაჩნია, რომ არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნას.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ სწორედ შაბათ-კვირას აქვთ ძირითადად, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაციაც და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა იმისთვის, რომ ხმა მისცენ იქ, სადაც ისინი არიან რეგსტრირებულნი, რისი საშუალებაც სწორედ შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ. ამიტომ, უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო უბნების რეალიზაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უკეთესია იყო და მე რამდენადაც ვიცი, კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ნეგატიურად არ აისახება მათ შორის ამომრჩევლის აქტივობაზე არჩევნების დღეს, თუმცა უფრო მისასალმებელი იქნებოდა, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ- კვირას",- განაცხადა ლომჯარიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა