სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არასამთავრობო სექტორს  საქმიანობის შედეგები გააცნო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქმიანობის შედეგები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოსთან არსებული „სამოქალაქო დარბაზის“ მე-11 სხდომაზე დარბაზის წევრებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, შედეგებზე, რეგულაციებსა და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

„სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა. აღინიშნა, რომ „სამოქალაქო დარბაზის“ ფორმატი იძლევა საკითხების დისკუსიის ფორმატში განხილვის და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების საშუალებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობას.

„სამოქალაქო დარბაზი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით 2013 წელს შეიქმნა და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.

„სამოქალაქო დარბაზის“ შეხვედრები ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო