ხათუნა ლაგაზიძე - „ქართული ოცნება“ სწრაფი ტემპით უახლოვდება „ნაციონალების“ ხელწერას და რაღას აპროტესტებენ მათ დაბრუნებას, ვეღარ ვხვდები

ყველა მეთოდს მიმართავენ იმისათვის, რომ ის ამომრჩეველი, ვინც ზურაბიშვილს არ უჭერს მხარს, არ მივიდეს უბნებთან, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით,“ - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს დანიშვნას. მისი თქმით, ამით „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო უახლოვდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას.

როგორც ლაგაზიძემ განმარტა, არჩევნების შუა კვირაში დანიშვნა ხმის მიცემაში ხელს შეუშლის როგორც ემიგრანტებს, ისე ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ამომრჩეველს.

„არჩევნების შუა კვირაში დანიშვნა არის იმავე მეთოდის გამეორება, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაუპირისპირა „ქართულ ოცნებას“. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უახლოვდებიან „ნაციონალების“ ხელწერას და რაღას აპროტესტებენ მათ დაბრუნებას, ვეღარ ვხვდები.

ბევრ ემიგრანტს ქალაქიდან ქალაქში უწევს ჩასვლა და სამუშაო დღეს ისინი ხმის მიცემას ვერაფრით მოახერხებენ, გინდათ, ღამის 12:00 საათამდე დატოვონ უბნები და გინდათ, ღამეც ამუშაონ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უშუალოდ საქართველოს ეხება. ამომრჩეველი, რომელიც ხმის მისაცემად რეგიონში უნდა წავიდეს, შაბათ-კვირას უფრო სიამოვნებით მიდის იმიტომ, რომ ორი დღე აქვს იქ დასარჩენად, თან მშობლიურ სახლს ნახულობს და თან ხმას აძლევს. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც შუა კვირას ინიშნება არჩევნები, ერთ დღეში წასვლა-წამოსვლა ბევრს დაეზარება. ადამიანის ბუნებაზეა გათვლილი. ელემენტარულად, როცა 2 დღე გაქვს წინ, უფრო სიამოვნებით წახვალ. ამ შემთხვევაში კი ბევრმა შეიძლება თავი შეიკავოს. მოკლედ, ყველა მეთოდს მიმართავენ იმისათვის, რომ ის ამომრჩეველი, ვინც ზურაბიშვილს არ უჭერს მხარს, არ მივიდეს უბნებთან, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ უკვე კვალდაკვალ მისდევენ „ნაციონალური მოძრაობის ხელწერას,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა