პრემიერი განმარტავს, რატომ არის გამოსახული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილის სურათი

ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და ამაში განსაკუთრებული არაფერია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არის გამოსახული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელიც, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში. ამაში განსაკუთრებული არაფერია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო ბანერებზე - მმართველ გუნდში განმარტებები გაკეთდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო