ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ

ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კონტაქტური არიან. შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი და ორი მოზრდილი დაშავდა.

ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა