ლევან იზორია სალომე ზურაბიშვილის ბილბორდზე - გუნდის პოზიციაა,  რომ მაქსიმალურად დაფიქსირდეს ჩვენი კონსოლიდირებული პოზიცია

ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ მაქსიმალურად დაფიქსირდეს მეორე ტურის ფარგლებში კონსოლიდირებული პოზიცია, - ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

„ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ მაქსიმალურად დაფიქსირდეს მეორე ტურის ფარგლებში კონსოლიდირებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მოსახლეობასთან, მხარდამჭერებთან ერთად ვაგრძელებთ იმ კურსს, რასაც ჰქვია ქვეყნის დემოკრატიზაცია და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ამ კურსს რასაკვირველია, მაქსიმალურად, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად გამარჯვებით კიდევ ერთხელ განვამტკიცებთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს