გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება

16 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის - „ერთგულების" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

აღსანიშნავია, რომ „ფონდი-კულტურათა დიალოგი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, 2014 წლიდან ყოველწლიურად ატარებს გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს (მინიატურის ჟანრში) -" ერთგულება".

კონკურსი გამოავლენს 9 საუკეთესო ნამუშევარს, აქედან 3 მთავარი პრიზიორია, ხოლო 6 მათგანს გადაეცემა დიპლომები.

პრიზიორები დაჯილდოვდებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემიით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა