ადვოკატი - მირზა სუბელიანთან საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არაფერია

მირზა სუბელიანთან საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არაფერია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარსდგება. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესს დაესწრება მირზა სუბელიანიც.

"მირზა სუბელიანის საქმეზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარვსდგებით. ჩვენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს სადავოდ არ ვხდით გარდა ერთისა და მოხდება მხოლოდ ამ ერთი მტკიცებულების მოკვლევა. საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არ არის. დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმებისთვის არ მიუმართავს", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს