საია ზურაბიშვილის ბილბორდზე ივანიშვილის გამოჩენაზე - თუ ბილბორდის თანხები გაღებულია „ოცნებისგან“, ეს  უკანონო შემოწირულობად ჩაითვლება

თუკი ბილბორდის დამზადებისა და განთავსების თანხები გაღებულია პარტია „ქართული ოცნებისგან“, ეს ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის სურათის გამოსახვას. პავლიაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი ეს თანხები პარტიამ გაიღო, ამით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი ირღვევა.

„საინტერესოა, ვისი გაკეთებულია ეს ბილბორდები - ვინ დაამზადა და ბილბორდის გირავნობის თანხები ვინ გადაიხადა. მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერდა მხარს, მაგრამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით, პარტიას უფლება არ აქვს, რომ შემოწირულობა განახორციელოს სხვა კანდიდატის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ, ვინ არის ამ სააგიტაციო მასალების დამზადების და შემდგომ უკვე ბილბორდზე განთავსების დამფინანსებელი, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოწირულობას. ანუ თუკი ეს თანხები გაღებულია პარტია „ქართული ოცნებისგან“, ეს ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად,“ - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუკი აღნიშნული თანხები კონკრეტულმა ფიზიკურმა პირმა გაიღო, მაშინ ირმა პავლიაშვილის განმარტებით, უნდა გადამოწმდეს წელიწადში 60 000 ლარს ხომ არ აჭარბებს კანდიდატის მხარდასაჭერად მის მიერ გაღებული შემოწირულობა.

„ფიზიკურ პირს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, რომ შემოწირულობა განახორციელოს, თუმცა ის ლიმიტირებულია და წელიწადში 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ანუ აქ მეორე კომპონენტი შემოდის - ლიმიტს ხომ არ არის გადაცდენილი ის თანხა, რომელიც ფიზიკურმა პირმა გაიღო,“ - აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ბილბორდებზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სურათია გამოსახული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო