მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს სხდომა გადაიდო

მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს დღევანდელი სხდომა გადაიდო. როგორც საქმის მოსამართლემ ლელა ნოზაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, 15 ნოემბერს სასამართლოში შევიდა ბრალდებულ მირზა სუბელიანის წერილი, სადაც ის სასამართლოს მიმართავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს.

მოსამართლის თქმით, მირზა სუბელიანის სურვილია, რომ სხდომა გადაიდოს, რადგანაც თავად პროცესებზე დასწრება სურს.

მოსამართლის განმარტებით, მირზა სუბელიანის წერილს თან ერთვის ექიმის ცნობა, სადაც ის მიუთითებს, რომ მირზა სუბელიანის ბადრაგირება და პროცესზე დასწრება არ არის რეკომენდებული.

მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულის შუამდგომლობა და სხდომა 4 დეკემბრისთვის გადაიდო.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა