საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - ჩამოშლილია რთული კონსტრუქცია, საჭიროა ტექნიკის მობილიზება დედა-შვილის მოსაძებნად

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, მეორე სართულზე მდებარე ბინაში სავარაუდოდ, დედა-შვილი იმყოფებოდნენ, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს.

როგორც კუპატაძემ ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ძებნას ახორციელებენ.

„საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება, შედეგად მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე ამ დროს იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, ცოლი-ქმარი და შვილი, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ საპატრულო და სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ძებნა, კიდევ ხომ არ არიან დაშავებულები და დაზიანებულები. სულ საავადმყოფოში ოთხი პირია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც სამშენებლო ფილა ჩავარდა, იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები, ეს სამშენებლო ფილა არის რთული კონსტრუქცია, უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და მისი აწევა“, - განაცხადა კუპატაძემ.

იხილეთ ვიდეო: "დედა, შვილი და მამა ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე" - რას ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, რომელიც აფეთქების ადგილზე მივიდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა