ლევან ალაფიშვილი - დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სახეც კი აღარ აქვს პოლიტიკური, მეორე ტურში მონაწილეობს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამოჩენა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. როგორც ალაფიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც აგიტაციაში მონაწილეობ არა შენთვის ან შენი პარტიისთვის, ეს არის არა საკუთარი თავისთვის გაღებული რესურსი, არამედ სხვისთვის და ეს ყველა შემთხვევაში შემოწირულობის კონტექსტში უნდა იყოს განხილული.

„გასათვალისწინებელია საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც გამოსახულებასთან დაკავშირებით რაიმე სტანდარტს ან შეზღუდვას არ აწესებს ბილბორდებთან თუ სხვა სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით, განსხვავებით იგივე შინაარსობრივი რეგულაციებისა, რომელიც რეკლამისა და საარჩევნო კანონმდებლობით რეგულირდება. ერთადერთი რაც შესწავლის საგანი უნდა იყოს, რამდენად შეიძლება ეს ჩაითვალოს აგიტაციაში მონაწილეობად და აუდიტის სამსახური ამ რესურსს ჩათვლის თუ არა კონკრეტული კანდიდატისთვის გაღებულ შემოწირულობად. ამ მიმართულებით, აუდიტის სამსახურმა უნდა იმსჯელოს, იყო თუ არა კანონდარღვევა. აგიტაციის წესებზე როდესაც არის საუბარი, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობა და რესურსის გაღება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად. თუმცა, როდესაც აგიტაციაში მონაწილეობ არა შენთვის ან შენი პარტიისთვის, ეს არის არა საკუთარი თავისთვის გაღებული რესურსი, არამედ სხვისთვის. ეს ყველა შემთხვევაში შემოწირულობის კონტექსტში უნდა იყოს განხილული“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

რაც შეეხება თავად ფაქტის შეფასებას, მისი თქმით, თავად ფაქტი ბევრისმეტყველია.

„ეს არის დასტური იმისა, რომ თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა შეცდომა, რომ ვითომდა დამოუკიდებელი კანდიდატურა წარმოადგინა და უჭერდა მხარს. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სახეც კი აღარ აქვს პოლიტიკური და რეალურად მეორე ტურში მონაწილეობს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნა ალაფიშვილმა.

თბი­ლის­ში სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბის ნა­წილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფოტო გა­მოჩ­ნდა, სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნი კი არის - "პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი". ბა­ნე­რებ­ზე ასე­ვე წე­რია ფრა­ზა - "ღირ­სე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა