გიორგი მარგველაშვილი - ვისურვებდი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არა დაპირისპირების, არამედ ერთიანი ღირებულებების შექმნისათვის გადადგმული ნაბიჯი გახდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის 24-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრო და კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საამაყოა, როცა ყოველ წელს ცოდნითა და სოციალური უნარებით აღჭურვილი ასობით სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი უერთდება ქართული საზოგადოების უმაღლესდამთავრებულ პროფესიონალთა რიგებს.

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებთან მომდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები თავისი შინაარსით ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან მიმდინარეობს ჭიდილი და დაპირისპირება, რომელმაც უფრო უნდა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.

„ჩვენი ქვეყნის გაძლიერების თვალსაზრისითა და ემოციით, ჩემთვის ძალიან ახლობელი არაერთი ადამიანი მოღვაწეობდა GIPA- ში. დღეს რექტორმა ახსენა ბაჩა. მე გავიხსენებ ზურა ჟვანიასაც, რომელმაც ახალი ძლიერი სახელმწიფოს შენების ემოციით იმუშავა თქვენთან ერთად. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში არ შემიძლია არ შევეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო. დემოკრატიული პროცესი და ამ პროცესის ყველაზე სერიოზული კულმინაცია, რომელიცაა არჩევნები, ძალიან საინტერესოა თავისი შინაარსით, რადგან ამ პროცესში მიმდინარეობს ჭიდილი, დაპირისპირება, მაგრამ ამ დაპირისპირებამ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი უნდა გახადოს.

მე ვისურვებდი, რომ ეს მართლაც ასე ხდებოდეს და მოხდეს. ეს არჩევნები, რომელიც ცოტა ხანში ჩატარდება არა საზოგადოების პოლარიზაციის, არა ერთმანეთთან დაპირისპირების, არამედ განსხვავებული აქცენტების გამოკვეთისა და, ამავდროულად ერთიანი პროცესის, ერთიანი ქვეყნის, ერთიანი ღირებულებების შექმნის კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს. ჩემი ერთერთი მთავარი ფუნქცია და ერთერთი მთავარი სამუშაო, რომელსაც ამ ხუთი წლის განმავლობაში ვახორციელებდი, ამის მცდელობა იყო სწორედ, რომ განსხვავებების მიუხედავად შეგვექმნა ერთიანი ღირებულებითი სივრცე. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ადვილი არაა და მსურს, რომ თქვენი მოღვაწეობა, მომავალი პროფესიონალების მოღვაწეობა ამ ქვეყანაში იყოს სწორედ ამ ერთიანი სივრცეების ძიებისკენ მიმართული. ამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა არჩევნებმა, ქვეყანა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს, სწორედ განსხვავებულობის, ერთმანეთის კრიტიკის, მაგრამ ამავე დროს ერთიან სამშობლოზე ზრუნვის ემოციით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ჯიპა- ს და ასეთ ძლიერ საგანმანათლებლო კერას აცოცხლებენ საქართველოში. ასევე მადლობა გადაუხადა უმაღლესი სასწავლებლის პარტნიორებს, რომელთა სერიოზული დახმარება განაპირობებს, როგორც GIPA- ს, ასევე სხვა საგანმანათლებლო პროექტების წარმატებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა