გომბორზე თოვლის გამო, კახეთის საგზაო სამმართველო მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გომბორზე თოვლის გამო, კახეთის საგზაო სამმართველო მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" კახეთის საგზაო სამმართველოში განუცხადეს, გომბორის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა ყინვა და თოვლია, რის გამოც გზა ინტენსიურად იწმინდება.

ამასთან, კახეთის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელი თამაზ აბდულაშვილი მძღოლებს მოუწოდებს, ამ მიმართულებით მოძრაობისას ზამთრის საბურავები გამოიყენონ, რადგან გარკვეულ მონაკვეთებზე სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება.

„გათენებიდან ვმუშაობთ და ვცდილობთ გზაზე შეფერხება არ იყოს, თუმცა შუამთის მონაკვეთიდან უკვე ინტენსიური თოვაა, რასაც ქარი ახლავს და მძღოლებს მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ. ამ მიმართულებით მოძრაობისას საჭიროა ზამთრის საბურავების გამოყენება, რადგან საკმაოდ დიდი მონაკვეთია და ამინდიდან გამომდინარე სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება“, - განაცხადა თამაზ აბდულაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს