გია ჟორჟოლიანი - არჩევნების შუა კვირაში ჩატარებამ, შესაძლოა, უფრო “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშაოს

თუკი არჩევნების შუა კვირაში ჩატარება სირთულეს შექმნის, ეს სირთულეს ისეთი ადამიანებისთვის შექმნის, რომლებიც ნაკლები ენთუზიაზმით არიან განწყობილი - ამიტომ, შესაძლოა, ამან გარკვეულწილად უფრო “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშაოს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

პარლამენტის წევრი იმასაც ამბობს, რომ არჩევნების თარიღსა და დღეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს და მთავარია ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს.

“საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო. შესაბამისი არგუმენტაციაც მას უნდა ჰქონდეს. დიდი მნიშვნელობა არა აქვს არჩევნები 28 ნოემბერს იქნება, 29 ნოემბერს თუ სხვა დროს. მთავარი ის არის, რომ არჩევნების მეორე ტურზე ის ადამიანები მივიდნენ, ვინც წინა არჩევნებზე არ იყვნენ. ამომჩეველთა თითქმის ნახევარი 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ მივიდა. ეჭვი არ მეპარება, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არ არის, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი მობილიზაცია ჰქონდა. არჩევნებზე ის ადამიანები არ მივიდნენ, ვინც არსებული ვითარებით კმაყოფილი არ არიან და საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირეს. ვფიქრობ, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი არჩევნების მეორე ტურზე მივა და ხმას “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ჟორჟოლიანმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს - ოთხშაბათს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა