ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე, დედა-შვილის მოსაძებნად სპეციალური ტექნიკა მიიყვანეს

ზემო ფონიჭალაში მდებარე იმ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნიკით მოხდება იმ ფილის აწევა, სადაც შესაძლოა, აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილი იმყოფებიან.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რითაც მოხდება ფილის აწევა და გამოჩნდება რა სურათი გვაქვს. ვერ ვადასტურებთ, რომ ეს ადამიანები არიან ფილის ქვეშ, მაგრამ მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.

მისივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება.

„მესამე სართულზე ამ დროისთვის იმყოფებოდნენ მშობლები და მცირეწლოვანი შვილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. აფეთქების შედეგად, სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე, სადაც იმყოფებოდა დედა და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ამ ეტაპზე ნაპოვნები არ არიან. დროულად გამოცხადდა საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. მოხდა კორპუსში მცხოვრებლების ევაკუაცია, შემოსაზღვრულია პერიმეტრი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ძებნითი სამუშაოები და საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნა კუპატაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა