იური მეჩითოვი - გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს ჩემი განცხადებებით

საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს ჩემი ასეთი განცხადებებით, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, 9 აპრილი მისი ტკივილია და ეს ტკივილი არ შორდება. ამასთან, როგორც მეჩითოვი აცხადებს, მისი 30-წუთიანი საუბრიდან მხოლოდ 3 წუთი გავიდა ინტერვიუში, სადაც ყველაფერი სხვანაირად წარმოჩნდა.

„წარმოიშვა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება ჩემს განწყობაზე ამ ტრაგედიის მიმართ, სადაც ჩემი კინოსტუდიის თანამშრომლის შვილიც დაიღუპა. უამრავი წუხილი იყო გამოთქმული ამ ტრაგედიის მიმართ. ჩემი მთელი ტირილი, გოდება, დარჩა ჩემს მიერ გადაღებული კადრების მიღმა. ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნით. ვიცით, რა დროს ვცხოვრობთ, როდესაც ყველაფერი შესაძლოა გახდეს ვაჭრობის საგანი. ბევრ რამეს რაც ჩემს მიმართ გამოითქვა ვიზიარებ. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ იმედი მაქვს გაიგებენ და ჩემს მდგომარეობას ქართველი ხალხი, როგორც სჩვევია, სხვანაირად შეხედავს. მთავარია, ჩვენ ისე გავაკეთოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომლითაც ვიამაყებთ და ვიცხოვრებთ ერთად ბედნიერად და კარგად“, - განაცხადა მეჩითოვმა.

შეგახსენებთ, იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა.

„9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათ მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები“, - განაცხადა იური მეჩითოვმა.

იხილეთ ვიდეო: "საშინლად მტკივა გული, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამოქალაქეებს ჩემი განცხადებებით" - იური მეჩითოვი საგანგებო ვიდეომიმართვით ბოდიშს იხდის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო