ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვდეს.

„ჩვენ მზად ვიყავით პარიზში გაგვემართა შეხვედრა, თუმცა უკვე ვისაუბრეთ ამაზე, რომ არ გვსურდა ხელი შეგვეშალა ასეთი გრანდიოზული ღონისძიებისთვის, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ და პრეზიდენტმა მოაწყვეს. ეს მართლაც დიდი ღონისძიება იყო, იქ სახელმწიფოსა და მთავრობის 90-მდე მეთაური იყო. რთული იყო სრულფასოვანი სამუშაოს ორგანიზება. შევთანხმდით, რომ ბუენოს-აირესში შევხვდებით, თუ გამოვა. ჩემი მხრიდან მე მზად ვარ ამისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ (G-20) სამიტი არგენტინაში ბუენოს-აირესში 30 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა