სალომე ზურაბიშვილი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად დამწვრობის ცენტრში მივიდა

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირების მოსანახულებლად დამწვრობის ცენტრში პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ზურაბიშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც დაშავებულებია არიან მოთავსებული.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მედიას პოლიტიკურ საკითხებზე დასმულ კითხვებზე არ უპასუხა. "აქ ვარ მოსული, როგორც ადამიანი და არა როგორც პოლიტიკოსი. პოლიტიკურ კითხვებს აქ არ ვპასუხობ, უხერხულია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დამწვრობის ცენტრში ასევე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, რომელიც დაშავებული პაციენტების მდგომარეობას ეცნობა.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი. ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს