გია ჟორჟოლიანი - სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერ და თუკი ვინმე მთხოვს, რომ სურთ მის ბილბორდზე ჩემი დახატვა, რა თქმა უნდა, დავთანხმდები

მე სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერ და თუკი ვინმე მთხოვს, რომ სურთ მის ბილბორდზე ჩემი დახატვა, რა თქმა უნდა, დავთანხმდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

“მე გამოცხადებული მაქვს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ. ეს დამალული არ არის და ჩემი ფოტოც რომ გამოიფინოს, აქ ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ. ბილბორდებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საარჩევნო შტაბმა მიიღო და ალბათ თავისი გათვლები აქვთ. ბილბორდებზე გამოხატული არის ის, რაც ისედაც ცნობილია - ვინც ბილბორდი ნახა და ბილბორდიდან შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს? ეს იმ რეალობის ასახვაა, რაც არსებობს და ამაში არავითარი დარღვევა არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ჟორჟოლიანმა.

დღეს საქართველოს ქალაქებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო ბილბორდები გამოიფინა, სადაც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო