ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა

ზაზა სარალიძის გამოკითხვა ვაკე- საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დასრულდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ მათ გამოძიებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მუქარის შემცველი წერილების შესახებ.

„ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად ვრცელდება მუქარის შემცველი ტექსტები უშუალოდ ზაზა სარალიძის მიმართ. შესაძლოა, ზოგიერთი ტექსტი არ არის უშუალოდ პირდაპირი მუქარის შინაარსის ამსახველი, თუმცა ეს არის ფარული მუქარა.

გამოძიებას მივაწოდეთ აღნიშნულზე სრული ინფორმაცია, ასევე, წარვუდგენთ ნივთიერ მტკიცებულებებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუქარის შემცველი ტექსტების გავრცელებას თან ახლდა მერიის მიერ გავრცელებული ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები -ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. ეს ზრდის იმ საფრთხეს, რაც შეიძლება დაემუქროს ზაზა სარალიძეს“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს