გიორგი ჩოგოვაძემ საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მარკირებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. საგანმანათლებლო ვიდეორგოლი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-თან თანამშრომლობით მომზადდა. 7 წუთიან ვიდეორგოლში დეტალური ინფორმაციაა მონიშნული ბილიკების შესახებ, რომელიც მოგზაურს გადაადგილებასა და საჭირო ცნობების მიღებაში დაეხმარება.

„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს 8 რეგიონი შეისწავლა და 190-მდე საფეხმავლო ბილიკი მოიკვლია. მალე დასრულდება პანკისის ხეობის 12 და ზემო სვანეთის 35 ბილიკის შესწავლაც. მოკვლევის პარალელურად ხდება ბილიკების მონიშვნა. 2016-2017 წლებში, სამეგრელო - ზემო სვანეთისა და რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის რეგიონებში მოინიშნა და ინფრასტრუქტურულად მოეწყო 33 ბილიკი და შეიქმნა 60-ზე მეტი მარშრუტი, რომელთა საერთო სიგრძემ 722 კმ. შეადგინა. ყველა ბილიკი ქართული, ეროვნული სტანდარტის მიხედვით მოინიშნა, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის და პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნა“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცია მონიშნული ბილიკების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო პორტალზე.

ვიდეორგოლის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს.

ეროვნული სტანდარტის გასაცნობად ეწვიეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს