მიხეილ სააკაშვილი - როგორც კი ხელისუფლება წააგებს არჩევნებს, საქართველოში მოვა კოალიციური, სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა

როგორც კი ხელისუფლება წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მოვა კოალიციური, სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ტყიბულელ მეშახტეებს მიმართავს. სააკაშვილის განცხადებით, შახტის მფლობელები მეშახტეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ ხმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

„მინდა მივმართო ტყიბულელ მეშახტეებს. შახტის დირექტორი ახორციელებს ზეწოლას მეშახტეებზე, რომ მათ ხმა მისცენ საქართველოს მოღალატე და მავნებელ, საქართველოს ეკონომიკის ამომძირკველ, ქართველი ხალხის გამატყავებელ ხელისუფლებას ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მოხდა ისე, რომ ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილი გავატარე ზემო იმერეთში და ჩემი ბევრი ნათესავი, მეზობელი, იყო მაღაროელი და ვიცი რა მძიმე შრომაა ეს. თქვენ ატარებთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს მიწის ქვეშ, ამოდიხართ და გაძალებენ თუ ვის მისცეთ ხმა. თქვენი შახტის მფლობელები იმის ნაცვლად, რომ ფულს დებდნენ უსაფრთხოებაში, მიაქვთ „ატკატები“ მთავრობაში და ამ „ატკატებით“ შენდება სესიაშვილის, ფარცხალაძის, ბესელიას, ივანიშვილის ნათესავების სასახლეები, თქვენ კი გიგდებენ კაპიკებს. უამრავი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ ელემენტარული უსაფრთხოების წესები არ არის დაცული. ამ ყველაფრის ფონზე, მფლობელი დავით ბეჟუაშვილი მთავრობის მითითებით ეუბნება თავის მიერ დანიშნულ დირეტორს, რომ თქვენ დაგაძალოთ ივანიშვილისთვის და ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა. ისინი გატყუებენ, რომ გეუბნებიან ხმა თუ არ მიეცით, შახტა დაიხურება, მთავრობა ხომ რჩებაო. მთავრობა არ რჩება. როგორც კი ისინი წააგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მოვა კოალიციური, სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა. შახტები არა მხოლოდ არ დაიხურება, გაიზრდება უსაფრთხოების ნორმები და იქნება ისეთი, როგორიც არის ამერიკასა და ევროპაში. ვერავინ ვეღარ დაგჩაგრავთ, რადგან ვიცით როგორი ღირსეული და პატრიოტი ხალხი მუშაობს ტყიბულში“, - აცხადებს სააკაშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა