ალეკო ელისაშვილი არჩევნების თარიღზე - ამით ხალხს გააბრაზებენ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს მობილიზებას გაუკეთებენ

მსგავსი რაღაცებით ხელისუფლება თავის უმწეობას ადასტურებს, ძალიან ეშინიათ და არ არიან დარწმუნებულები არჩევნების შედეგებში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა ცესკოს გადაწყვეტილებას, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის შესახებ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამით ხალხს უბრალოდ უფრო მეტად გააბრაზებს.

„ყველას გვახსოვს 2013 წელი, როცა სააკაშვილმა დანიშნა არჩევნები შუა კვირაში და მაშინ ბიძინა ივანიშვილი ძალიან აღშფოთებული იყო. ამის შემდეგ გავიდა 5 წელი და ზუსტად იგივეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი ცუდი გადაიღო „ნაციონალური მოძრაობისგან“. ამიტომ ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივეა, უბრალოდ სააკაშვილი უფრო მაღალია და ივანიშვილი დაბალი, მეტი განსხვავება მათ შორის არ არის. ცესკო არის ხელისუფლების დაქვემდებარებაში და სუს-ის ერთ-ერთი დეპარტამენტია ჩვეულებრივი. ეს ყველაფერი ქვეყნის პრობლემაა. როცა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პრობლემის თავი და თავი სწორედ ეს არის. ახლა ერთ კონკრეტულ გამოვლინებაზე ვსაუბრობთ, თუმცა უნდა მოვახერხოთ და მომდევნო ჯერზე, პარლამენტში არც ერთი პოლიტიკური ძალა მსგავსი უპირატესობით არ იყოს წარმოდგენილი. თუ გვინდა, რომ ამ სისულელეებს არ ვუყურებდეთ. ჩემი აზრით, ამით უბრალოდ ხალხს გააბრაზებენ და უფრო მობილიზებას გაუკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს. მსგავსი რაღაცეებით თავიანთ უმწეობას ადასტურებენ, რომ ძალიან ეშინიათ და არ არიან დარწმუნებულები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს