ზაზა სარალიძე - ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, ასევე შეტყობინება იყო, რომ სანამ „ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“

ფეისბუქ პოსტებისთვის ადრე ყურადღება არ მიმიქცევია, რადგანაც ათასში ერთი იყო, თუმცა ახლა მასიური ხასიათი მიიღო, - ამის შესახებ გამოკითხვიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საჭიროა გამოძიებამ გაარკვიოს, თუ რატომ ხდება მის მიმართ მსგავსი შეტყობინებების გაგზავნა და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

„ფეისბუქ პოსტებისთვის ადრე ყურადღება არ მიმიქცევია, რადგანაც ათასში ერთი იყო, თუმცა ახლა მასიური ხასიათი მიიღო, არა მარტო ფეისბუქ პოსტებმა, არამედ მთელი ხელისუფლება საუბრობს დესტაბილიზაციაზე და ჩვენს მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოძიება დაიწყოს ამ თემაზე. რატომ საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლები დესტაბილიზაციაზე? მაგალითად, გია გაჩეჩილაძემ მოგვიწოდა სიფრთხილისკენ და საინტერესოა რატომ მოგვიწოდა სიფრთხილისკენ. პირად შეტყობინებაში არ იყო პირადი მუქარა, თუმცა იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები, „გადაშენდი აქედან“ და ა.შ. ასევე იყო ერთი შეტყობინება, რომ „სანამ ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში 3 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ. საქმე ეხება სარალიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებას.

გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "იყო ერთი შეტყობინება, რომ "სანამ ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო" - ზაზა სარალიძე მუქარაზე საუბრობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა