ლევან კობერიძე - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე “ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსახვა კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად

პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერების სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე გამოსახვა პოლიტექნოლოგიის თვალსაზრისით არათუ მისაღებია, არამედ ამ ხერხის გამოყენება ძალიან მომწონს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხმების რაოდენობაში პოზიტიურად აისახება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ღიად, ოფიციალურად უჭერს მხარს და არჩევნების პირველი ტურის დროს პარტიის ლიდერები ვიდეო-რგოლებში მონაწილეობდნენ.

„ეს ყველაფერი მეორე ტურის დროს ბილბორდებზე აისახა. არ მგონია, რომ რაიმე კითხვის ნიშანი უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო ისეთ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნების“ ოფიციალური მხარდაჭერა აქვს. ეს კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ.

დღეს საქართველოს ქალაქებში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო ბილბორდები გამოიფინა, სადაც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა