ირაკლი ზარქუა - სალომე ზურაბიშვილი თავისი გამოცდილებითა და განათლებით დღეს საქართველოს სჭირდება და მას “ქართული ოცნება“ ღიად უჭერს მხარს

სალომე ზურაბიშვილი არის ქალბატონი, რომელიც თავისი გამოცდილებითა და განათლებით დღეს საქართველოს სჭირდება და მას პარტია “ქართული ოცნება“ ღიად უჭერს მხარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, “ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ახალ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით უსაფუძველო აჟიოტაჟი ატყდა.

“ცნობილია, რომ პარტია “ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. ის, რომ პარტიის ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, გამოსახულია პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ბილბორდზე, პრობლემას ვერ ვხედავ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

დღეს საქართველოს ქალაქებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო ბილბორდები გამოიფინა, სადაც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს