საუდის არაბეთის გენპროკურატურა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მოითხოვს

საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მოითხოვს. ამის შესახებ ქვეყნის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა შალიან აშ-შალიანმა ერ-რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ხუთი ბრალდებულისთვის, მათ შორის მათი, ვინც ხაშოგის მკვლელობის ბრძანება გასცეს და შეასრულეს ეს ბრძანება, სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ. ამ საქმეზე ბრალდება 11 ადამიანს წავუყენეთ. სულ საქმის ფარგლებში 21 ადამიანია დაკავებული“, - განაცხადა საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

საუდის არაბეთის გენერალურ პროკურატურაში ასევე დაადასტურეს, რომ ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში იყო მოკლული, რის შემდეგაც, მისი ცხედარი დაანაწევრეს და საკონსულოს ტერიტორიიდან გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა