დავით ზალკალიანი - გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე მიუთითებს

გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრი მიესალმება საქართველო-გერმანია-საფრანგეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას, რომელიც პარიზში შედგა და რა დროსაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მრავალი საკითხები განიხილეს.

„გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების სამმხრივი ფორმატი გახლავთ ახალი ინიციატივა, რომელზეც აქტიურად ვისაუბრეთ ჩემი ვიზიტის დროს გერმანიაში, ასევე მოგვიანებით ფრანგ კოლეგებთან კომუნიკაციისას, გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის დროს. შედეგად ჩამოყალიბდა სამმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციების ფორმატი. მისასალმებელია, რომ ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ქვეყნები და ჩვენი პარტნიორები პოზიტიურად განიხილავენ ამ ფორმატს. ყველაფერი ეს ხაზს უსმევს იმ ფაქტს, რომ ევროპის ისეთი წამყვანი ქვეყნების დღის წესრიგში, როგორებიც არიან გერმანია და საფრანგეთი, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 14 ნოემბერს, პარიზში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საფრანგეთის დელეგაციას - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო