პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირები ავრცელებენ.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებმა შექმნილი პოლიტიკური ვითარება შეაფასეს და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, არსებული მდგომარეობის და პროფკავშირების მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, საჭიროა წევრთა შორის კონსესუსის მიღწევა, რათა არ მოხდეს ქვეყნისა და პროფკავშირებისთვის საზიანო არჩევანის გაკეთება.

მათივე თქმით, ქვეყანა იმსახურებს ღირსეულ მომავალს, რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნებით კი ეს მომავალი მოისპობა. მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ მმართველი პარტიის მხარდაჭერის მქონე კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

„ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით უარი წარსულზე და გვსურს ღირსეული მომავალი გვქონდეს, ხოლო რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ეს პერსპექტივა პრაქტიკულად მოისპობა.

ამავდროულად ვთვლით, რომ დღევანდელი არსებული სიტუაცია საჭიროებს ახალი რეალური პოლიტიკური ძალის შექმნას და ვთვლით, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობის დამკვიდრებას“, - განაცხადა ბრიფინგზე ვიტალი გიორგაძემ.

ამასთან 20 ნოემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, პროფკავშირების კულტურის ცენტრში, დაიგეგმა იმ ადამიანების შეკრება, ვინც ირაკლი პეტრიაშვილის და პროფკავშირების სხვა ლიდერების პოზიციებს იზიარებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა