მიხეილ ბატიაშვილმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს უმაღლესი განათლების ისეთი მოდელის შექმნაზე, რომელიც უმაღლესი განათლების პროგრამებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ეფექტიანად დააკავშირებს, ამოქმედდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი და ისეთი მიმართულებებისა და სპეციალობების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის განვითარების საჭიროებებთან და ეკონომიკის განვითარებასთან არის დაკავშირებული“, - აცხადებენ სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა