იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა გუნდი უფასო კონსულტაციებს ხაშურის ჰოსპიტალში ჩაატარებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფი ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, 16 ნოემბერს ხაშურის ჰოსპიტალს ესტუმრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, ექიმი-ნევროლოგები პროფესორი ნანა ტატიშვილი, პროფესორი თეონა შათირიშვილი, ნევროლოგ-ეპილეფტოლოგი ეკა გამცემლიძე, ნევროლოგი-ეეგ სპეციალისტი თამარ ყიფიანი კონსულტაციებს ჩაუტარებენ ეპილეფსიაზე საეჭვო როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში გადაიღებენ ელექტროენცეფალოგრამას.

ნევროლოგების გარდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: პედიატრი/პულმონოლოგი პროფესორი ივანე ჩხაიძე, ორთოპედ/ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, ალერგოლოგი ლალი საღინაძე.

ამბულატორიულ პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო კონსულტაციები, საჭიროებისამებრ პაციენტებს უფასოდ გადაუღებენ თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიას (ეეგ), ასევე რეგიონის ნევროლოგებთან და ოჯახის ექიმებთან ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამასთან დაკავშირებით.

16 ნოემბერს კონსულტაციები დაიწყება 10:00 საათზე. კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა