„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მათი ლიდერების ბილბორდების გამოჩენას, არჩევნების მეორე ტურში პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნის

პარტია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მათი ლიდერების საარჩევნო ბილბორდების გამოჩენას, არჩევნების მეორე ტურში პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნის.

„ქალაქის ქუჩებში პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა პოლიტიკური ლიდერების ბანერების განთავსება ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებიც და სლოგანიც,“ - აცხადებენ მმართველ პარტიაში.

დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდები გამოჩნდა, რასაც საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა