თბილისში თურქეთის საქმიანი წრეების ვიზიტის ფარგლებში, ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, თბილისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) დელეგაცია ეწვია.

მათივე ცნობით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ვიზიტის მიმდინარეობისას გაიმართა ბიზნეს-ფორუმი, რომლის ფარგლებშიც დელეგატებს საშუალება ჰქონდათ კონკრეტულ სექტორებში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაცნობოდნენ და ეწარმოებინათ საქმიანი მოლაპარაკებები ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან. DEİK-ის დელეგაციის წევრი 20-მდე კომპანია ძირითადად, მშენებლობის, ენერგეტიკის, ავეჯის წარმოების, ფარმაცევტიკისა და მსუბუქი მრეწველობის სექტორებს წარმოადგენდა.

ბიზნეს-ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სერდარ უნსალიმ გახსნეს.

„აღნიშნული საბჭო მხარეებს შორის უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს შორის შეიქმნა. პალატა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოსთან (DEİK) უკვე რაიმდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს.

ფორუმის პირველ ნაწილში ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებისთვის პრეზენტაციები წარადგინეს. მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ გააკეთა პრეზენტაცია. გაიმართა ასევე ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და ხელოსნების ქალაქის პრეზენტაციები, რომლებიც ავეჯის წარმოების მიმართულებას შეეხება.

ღონისძიების მიზანი საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს-წრეებს შორის კონტაქტების დამყარების გზით, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავების ხელშეწყობა იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ფორუმის ფარგლებში გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო