რომან ფიფია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ინტერპრესნიუსი“ რომან ფიფიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, როგორც საქართველოს ასევე ლუქსემბურგის და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციებში რუსული კომპანია სისტემას და ს.ს. საქართველოს ბანკის დამფუძნებლის ბი-ჯე-ო ჯგუფის წინააღმდეგ. დავის საგანია ს.ს. საქართველოს ბანკის ინიციატივით უკანონოდ გასხვისებული რუსთვის აზოტის ქარხნის აქტივები, რომელიც დაისაკუთრა საეჭვო წარმომავლობის კომპანია შპს ეუ ინვესტმენტმა, რომელმაც 2016 წელს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფინანსირება მიიღო ბი-ჯე-ო ჯგუფისაგან (ამჟამად წოდებული ჯორჯია კაპიტალი).

დღევანდელი მდგომარეობით, არცერთ იურისდიქციაში დავები არ არის დასრულებული და ამ ვითარებაში ვრცელდება ინფორმაცია რომ აქტიურად მიმდინარეობს უცხოურ ინვესტორზე რუსთავის აზოტის აქტივების გასხვისების პროცესი.

შესაბამისად, როდესაც მიმდინარეობს დავები 3 ქვეყნის სასამართლოებში, ამგვარი ინვესტორი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ნებისმიერი გასხვისება დავების დასრულებამდე ჩაითვლება ქონების გადამალვად და დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ლონდონი

რომან ფიფია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა