ქეთევან ციხელაშვილი - ევროსაბჭო რეგულარულად უჭერს მხარს ნდობის მშენებლობის პროექტებს, რაც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია

ესაა წყარო, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად იღებს ინფორმაციას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ხასიათის გამოწვევებზე, რომელსაც რუსული ოკუპაცია ქმნის, - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-18 კონსოლიდირებულ ანგარიშს, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა განიხილა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ანგარიში ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და სიტუაციას სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით განვითარებული ტენდენციების თაობაზე.

„ამ დოკუმენტში მიმოხილულია ბოლო პერიოდის მოვლენები და აქცენტები გაკეთებულია ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე. მათ შორის, რა თქმა უნდა, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რასაც ბოლო პერიოდში სოფელ ატოცთან ჰქონდა ადგილი. ეს განსაკუთრებით ხაზგასმულია ევროკავშირის დელეგაციის შესაბამის განცხადებაში, რომელიც ევროსაბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ასევე, ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობების მიმართ.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭო, გარდა ამ კონსოლიდირებული ანგარიშისა, რეგულარულად უჭერს მხარს ნდობის მშენებლობის პროექტებს, რაც ქართულ აფხაზური და ქართულ ოსური ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პარტნიორები მზად არიან გააგრძელონ და კიდევ უფრო გაააქტიურონ ძალისხმევა, მით უფრო იმ ახალი სამშვიდობო ინიციატივების ფონზე, რასაც ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში ევროსაბჭომ, ევროკავშირმა, ნატო-მ, აშშ-მ და სხვა პარტნიორებმა არაერთხელ დაუჭირეს მხარი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არსებული ვითარების შესახებ მუდმივად ინფორმირებული იყოს და გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული პოლიტიკა შესაბამისად დაიგეგმოს.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, საყურადღებოა, რომ ამ ანგარიშში ხაზგასმულია მნიშვნელობა ადგილზე საერთაშორისო მისიების დაშვებისა, რაც პარტნიორების ძალისხმევის მიუხედავად, მიმდინარე რუსული ოკუპაციის პირობებში დღემდე ვერ ხერხდება.

„ანგარიშში ასევე ხაზგასმულია გაძლიერებული ძალისხმევის საჭიროება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობის განსაახლებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ქართულ მხარეს არერთხელ აქვს გამოთქმული თავისი კონსტრუქციული პოზიცია, რომ მოლაპარაკებების ეს საშუალება სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რაც ადგილზე მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვლმა.

ცნობისთვის, გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ 2018 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა